საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ 12 მაისიდან 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მკაფიო შეთანხმება იქნება მიღწეული.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევში „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად „წარმოადგინეს მკაფიო წინადადება“: უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ორშაბათიდან ამოქმედდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ვალდებულება ყოველგვარი პირობების წაყენების გარეშე აიღო.
ახლა, მაკრონის თქმით, „ჩვენ რუსეთისგანაც ასევე მკაფიო პასუხს ველით“.
„მოლაპარაკებები ვერ იქნება, ვიდრე სროლა ხმა ისმის. დიალოგი ვერ შედგება, თუ ამავდროულად მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. მოლაპარაკებების დასაწყებად ახლა ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო. მშვიდობისთვის,“ - დაწერა მაკრონმა X-ზე.
შეგახსენებთ, 10 მაისის სამიტის შემდეგ, „მსურველთა კოალიციამ“ მოითხოვა, რუსეთი დათანხმდეს 30-დღიიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან.
ამის შემდეგ პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინასთან სამშვიდობო ზავზე მოლაპარაკებები სტამბოლში 15 მაისს გაიმართოს.