საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გუშინ ღამით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ მაკრონი Х-ზე წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიესალმება ტრამპის მკაფიო მოწოდებას უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
მაკრონის თქმით, ამ მოწოდებას პარასკევს დილით ბრიტანელმა და სკანდინავიელმა პარტნიორებმა დაუჭირეს მხარი.
მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველამ დაუყოვნებლივ უნდა იმუშაოს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად - „თავისთავად მოჩვენებითობისა და დროის გაჭიანურებისკემ მიმართული მანევრების გარეშე“.
„უკრაინა ცეცხლის შეწყვეტაზე თითქმის ორი თვის წინ დათანხმდა. ახლა მე ველოდები, რომ რუსეთიც იგივეს გააკეთებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვიქნებით გადამწყვეტი რეაგირებისთვის, ევროპელებთან ერთად და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.