ევროკომისიის განცხადება მიუთითებს, რომ "დიფ სთეითს" გავლენები ევროკავშირშიც აქვს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების დეპუტატი", ლადო ბოჟაძე ევროკომისიის განცხადებას.
"ევროკომისიის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ "დიფ სთეითს" გავლენები აქვს შემორჩენილი არა მხოლოდ აშშ-ის კონგრესში, არამედ ევროკომისიაშიც და ზოგადად, ევროკავშირში. აქამდე ნებისმიერი განცხადება, რომელიც ევროკავშირიდან გვესმოდა და რაც მომავალშიც იქნება, უკავშირდება "დიფსთეითის" დაპირისპირებას ჩვენს ხელისუფლებასთან იმის გამო, რომ მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს ვიცავთ.
კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს რაც შეეხება: ჩვენ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ, რაც გვაკისრია, როგორც კანდიდატ სახელმწიფოს - ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ა.შ.", - განაცხადა ბოჟაძემ.ევროკომისიის პრესსამსახურში ინტერპრესნიუსს უთხრეს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და არ შეესაბამება იმას, რასაც ევროკავშირის სტრუქტურები კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან.