გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ოფიციალური ვიზიტით დღეს მოლდოვაში ჩავა.
ევროკომისარი, ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს კიშინიოვის მემორიალურ კომპლექსში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში, ასევე ქვეყნის ცენტრალურ მოედანზე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ვიზიტი ხუთდღიანია.
მოლდოვაში ჩადის ოფიციალური დელეგაციაც, რომლის შემადგენლობაშიც არიან ევროპარლამენტის წევრები და ევროკომისიის წარმომადგენლები. ვიზიტი მოიცავს ღონისძიებებსა და შეხვედრებს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში.
„ვიზიტი სიმბოლურ დროს – ევროპის დღეს ემთხვევა, რაც ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას მოლდოვის ევროპული გზის მხარდაჭერის მიმართ“, – აცხადებენ მოლდოვის ხელისუფლებაში.
მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში მოლდოვაში ბოლო ვიზიტისას, მარტა კოსმა ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ფინანსური დახმარების პაკეტი ჩაიტანა.