7 მაისის ღამეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შორი მოქმედების დრონებმა რუსეთში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორი ქარხანას დაბომბეს. ამის შესახებ უკრაინულ მედიას უკრაინის თავდაცვის ძალებში განუცხადეს.
საუბარია „ბაზალტის“ ქარხანაზე, რუსეთის ფედერაციის მთავარ თავდაცვის საწარმოზე, რომელიც აწარმოებს იარაღისა და საბრძოლო მასალას რუსეთის არმიისთვის და მდებარეობს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოარმეისკში.
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სულ მცირე 7 აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.
აფეთქება ასევე მოხდა ქალაქ ტულაში მდებარე ქარხანაში, რომელივ აწარმოებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების საბრძოლო მასალებს. საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი და კვამლი გაჩნდა.
გარდა ამისა, უკრაინული დრონების მოძრაობამ რუსები აიძულა მოსკოვის რეგიონში „ხალიჩის“ გეგმა შემოეღო, რომელიც აეროპორტების დახურვას ითვალისწინებს. აღნიშნულმა კი სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. ავიაკომპანიებმა ასობით რეისი გააუქმეს.
„რუსებისგან განსხვავებით, რომლებიც მშვიდობიან ქალაქებში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობებს ურტყამენ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სწორედ სამხედრო ობიექტებზე მუშაობს, რომლებიც მტერს უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის განხორციელებაში ეხმარება. რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტებაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადეს უკრაინის თავდაცვის ძალებში.