მოსკოვისკენ მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავმა ბაქოში იძულებითი დაშვება განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, აზერბაიჯანის დედაქალაქის აეროპორტში იძულებითი დაშვების მიზეზი რუსეთის საჰაერო სივრცეში თავდაცვის სისტემების მონაწილეობით მიმდინარე სამხედრო ოპერაცია გახდა.
მოგვიანებით ვუჩიჩის თვითმფრინავს მოსკოვში გაფრენის უფლება მისცეს.