საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიასთან ერთად ფრანკო-გერმანული თავდაცვითი და უსაფრთხოების საბჭოს შექმნის შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ მან ელისეს სასახლეში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
„ჩვენ შევქმნით თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ფრანკო-გერმანულ საბჭოს, რომელიც რეგულარულად შეიკრიბება ჩვენი საერთო სტრატეგიული გამოწვევებისთვის ოპერატიული პასუხების შესამუშავებლად“, - განაცხადა მაკრონმა.
თავის მხრივ, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რათა შეავსოს ბლოკის შესაძლებლობების ხარვეზები და უზრუნველყოს უკრაინის შეუფერხებელი მხარდაჭერა.
„მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია თანდათანობით შევავსოთ ჩვენს შესაძლებლობებში არსებული ხარვეზები და კოლექტიურად დავუჭიროთ მხარი უკრაინას“, - განაცხადა მერცმა.
7 მაისს ფრიდრიხ მერცმა გერმანიის კანცლერის თანამდებობის დაკავების შემდეგ საფრანგეთში პირველი უცხოური ვიზიტით ჩავიდა.