უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინა არ მიიღებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას შეზღუდვებს, კერძოდ, იმ ალიანსების არჩევანთან დაკავშირებით, რომლებშიც გაწევრიანებას აპირებს.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინა არ დათანხმდება „მშვიდობას ნებისმიერ ფასად“ და ასევე დაასახელა სამშვიდობო მოლაპარაკებებში წითელი ხაზები, რომლებიც „მკაფიო და უცვლელი რჩება“.
„პირველ რიგში, ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინის არცერთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთის საკუთრებად“, - თქვა მან.
ასევე, მისი თქმით, უკრაინა არ დათანხმდება თავისი არმიის სტრუქტურის ან რაოდენობის შეზღუდვას, თავდაცვის ინდუსტრიის, მოკავშირეების სამხედრო დახმარების ან მათი კონტინგენტების ყოფნის შემცირებას.
„მესამე, ჩვენ არ შევეგუებით უკრაინის სუვერენიტეტის, ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის არანაირ შეზღუდვას, კერძოდ, იმ კავშირებისა და ალიანსების არჩევანს, რომლებშიც გაწევრიანებას ვაპირებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მოკავშირეებს შორის არ არსებობს კონსენსუსი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, კიევი გააგრძელებს „აქტიურ მუშაობას ამის მისაღწევად“.
„თუმცა, რუსეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არ აქვს და ვერც ექნება ჩვენს არჩევანზე ვეტოს უფლება“, - დასძინა სიბიჰამ.