მოღალატეთა, კრიმინალური რეჟიმი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, არ აღიარებს არავინ. აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი პოლიტიკური იზოლაცია უნდა გაგრძელდეს და ამავდროულად უნდა გაგრძელდეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს,
“მოღალატეთა, კრიმინალური რეჟიმი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, არც პრეზიდენტია ლეგიტიმური, არც პარლამენტი და არც მთავრობა, არ აღიარებს არავინ. აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი პოლიტიკური იზოლაცია უნდა გაგრძელდეს და ამავდროულად უნდა გაგრძელდეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. “რუსული ოცნება” არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებიან და ღიად უპირისპირდებიან ჩვენს ნამდვილ მეგობრებს, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ოკუპირებული
ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკას და რომ არა მათი მხარდაჭერა, ეს ტერიტორიები რუსეთის მხრიდან უკვე დიდი ხნის ოკუპირებული იქნებოდა. ასე რომ ამ მოღალატეთა რეჟიმის მხრიდან რა განცხადებებიც კეთდება, რაც მოდის ევროკავშირიდან, ეს მათ უნდა კითხოთ, თვითონ უნდა დაფიქრდნენ რას აკეთებენ, უნდათ მუქარად მიიღონ, უნდათ გაფრთხილებად მიიღონ. პირველყოვლისა უნდა მოუსმინონ ქართველ ხალხს, უნდა ჩაიხედონ საქართველოს კონსტიტუციაში და გააცნობიერონ, რომ ძალიან დიდ დანაშაულს სჩადიან ქართველი ხალხის წინაშე და არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას.” - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.