პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პოკურატურაში დაიბარეს. საგამოძიებო უწყებაში გვარამია 17:30 საათზე უნდა მივიდეს, სადაც მას ბრალს წარუდგენენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დღეს ბრალი კოალიცია "ცვლილებისთვის"კიდევ ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს წაუყენეს.