საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, შესაძლოა, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს, მის თქმით, ამის შესახებ განცხადება, შესაძლოა, ივნისში, გაერო-ს კონფერენციაზე გაკეთდეს, რომელსაც საფრანგეთი და საუდის არაბეთი ერთობლივად მასპინძლობენ.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი უნდა წავიდეს [პალესტინის] აღიარებისკენ და უახლოეს თვეებში უნდა მოხდეს.
„ჩვენი მიზანია საუდის არაბეთთან ერთად ივნისში გავმართოთ [გაერო-ს] კონფერენცია, სადაც ჩვენ შევძლებტ დავასრულოთ ეს ნაბიჯი რამდენიმე მხარის მიერ [პალესტინის სახელმწიფოს] აღიარებისკენ“ - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, 2024 წლის მაისში ესპანეთმა, ირლანდიასთან და ნორვეგიასთან ერთად, ოფიციალურად ცნო პალესტინის სახელმწიფო და შეუერთდა მსოფლიოს 140 სხვა ქვეყანას, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს.