პოლიციის შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შეტანის პროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე დამატებითი მუხლი ჩაიწერება, სადაც იქნება აღნიშნული, რომ პოლიცია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვით. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, სადაც აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.
საკითხი ახალაგზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა მას შემდეგ დააყენა, რაც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტში შედის მხოლოდ ტექნიკური ცვლიელბა და ეს ცვლილება პოლიციის უფლებების გაზრდას არ ითვალისწინებს; თუმცა, კანონპროექტის თანახმად, პოლიციას საგანგებო მდგონარეობის დროს და რეიდის ჩატარებისას პირის გაჩერებასთან ერთად მისი შემოწმების უფლებაც ენიჭება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კი ხუროშვილის ამ განმარტებას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა არის საკმაოდ ტევადი და რომ არ მოხდეს მისი ინტერპრეტირება, საჭიროა აქვე გაკეთდეს ჩანაწერი, რომ აღნიშნული ღონისძიების განხორციელებისას პოლიციამ არ უნდა დაარღვიოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.
ხიდაშელის მოთხოვნას მთავრობის საპარლემტნო მდივანი დაეთნხმა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისათვის გათვალისწინებული იქნება.
მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში ასევე აღდგება ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პოლიციელის სამსახურეობრივი მოვალეობისას გარდაცვალების დროს მისი დაკრძალვის ხარჯების სახელმწიფოს მხრიდან გაღებას და ოჯახისთვის კომპენსაციის დანიშვნას. კანონპროექტში ეს ნორმა აღარ არის. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წასრმომადგენელმა კახა ანჯაფარიძემ აღნიშნა, სავარაუდოდ, ეს მოუხლი არის გამორჩენილი ტექნიკური პრობლემის გამო და არ არის მიზანმიმართულად ამოღებული. იგი მთავრობას სთხოვს, მეორე მოსმენისათვის ეს საკითხიც იქნას გათვალისწინებული და კანონპროექტში აღნიშნული მუხლი აღდგეს.
კანონპროექტის ინიცირება მთავრობის მიერ ორშაბათის ბიუროს სხდომაზე მოხდა და პირველი მოსმენით უკევ მომავალ სასესიო კვირას განიხილება. კანონპროექტში შედის რამდენიმე ცვლილება, რომელიც პოლიციის რიგებში სამსახურს და მათ უფლებამოსილებას შეეხება.