"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტში "ცუდს ვერაფერს ხედვას".
რგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა პოლიტიკოსის უფლებაა ვაშინგტონში ჩავა, ბრიუსელში თუ სხვა ქვეყანაში.
"რუსეთთან საუბარი ერთ-ერთი მნიშნველოვანი პრიორიტეტი უნდა იყოს და ხელისუფლებასაც რომ ჰქონდეს რესურსი მოსკოვს ელაპარაკოს ცუდი არ იქნებდა", - განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ნოღაიდელი ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ის ქართული დიასპორის წარმომადგენლების გარდა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც შეხვდა.