21-23 მარტს, თბილისი მასპინძლობს ძიუდოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირს — თბილისის გრანდ სლემს.
წლევანდელ შეჯიბრებაში მონაწილეობს ისრაელის ეროვნული ნაკრები. ამ დროისთვის ისრაელის ნაკრების წარმომადგენლებიდან გეფენ პრიმომ მოიპოვა საგზური ნახევარფინალში. აღსანიშნავია, რომ მას ევროპაში არაერთი მედალი აქვს მოპოვებული.
ისრაელის ძიუდოს ეროვნული ნაკრებს მოპოვებული აქვს მედლები ტოკიოში, ევროპის ქვეყნებში და სხვა. ნაკრებს ხელმძღვანელობს იდო ბარ.
შეჯიბრს დაესწრო „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე და ორგანიზაციის თანამშრომლები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისრაელის ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს.
სურათზე: გეფენ პრიმოს (თეთრებში) გამარჯვება თურქ მეტოქესთან.
