უკრაინა არ არის დაბრკოლება რუსეთთან ომში მშვიდობის მისაღწევად; კიევის ხელისუფლება ელოდება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის საუბრის შედეგებს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ სამშაბათს ინდოეთში საერთაშორისო კონფერენცია Raisina Dialogue-ზე განაცხადა. მის სიტყვებს სააგენტო Reuters ციტირებს.
სიბიჰას განცახდებით, მოსკოვს არ სურს ომის დასრულება და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინა არასოდეს დათმობს რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს.
”ახლა დიპლომატიის, ძლიერი დიპლომატიის დროა. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შეგვიძლია მივაღწიოთ ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას“, - განაცხადა სიბიჰამ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს, 18 მარტს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.