უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნის საკითხს ევროკავშირის ქვეყნები უშუალოდ კიევთან განიხილავენ და არა მოსკოვის შეხედულებების მიხედვით. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. იუწყება Le Parisien.
მაკრონის თქმით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკვე დაინტერესებულია უკრაინაში ჯარისკაცების განლაგების ინიციატივით, რომელსაც პარიზი და ლონდონი ლობირებენ.
საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, ინიციატივის მიზანია არა სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, არამედ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და „გრძელვადიანი მხარდაჭერის დემონსტრირება“.
მან აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის „ყველაზე დიდი ევროპული არმია არის უკრაინის არმია“ და ევროპის ქვეყნებს არ აქვთ მიზანი უბრალოდ გაზარდონ მისი რაოდენობა.
ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნონ შეკრების ცენტრებში კიევში, ოდესასა და ლვოვში, წერს Le Parisien.
ამასთან, ევროპელი ლიდერები არ აპირებენ ამ საკითხზე მოსკოვის აზრს დაეყრდნონ.
"უკრაინა სუვერენულია. თუ ის ითხოვს მოკავშირეთა ჯარების განთავსებას თავის ტერიტორიაზე, მაშინ რუსეთის საქმე არ არის, მიიღოს თუ არა ისინი“, - განაცხადა მაკრონმა.