უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს 12 მოთხოვნა წარუდგინა და მან თავისი მიმართვა X-ში გამოაქვეყნა.
„რას ითხოვს უნგრელი ხალხი ბრიუსელისგან? იყოს მშვიდობა, თავისუფლება და ერთიანობა“, - წერს ორბანი
მოთხოვნების სრული სია ასე გამოიყურება:
„ჩვენ მოვითხოვთ ერების ევროპას; მოვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობას ყველა წევრი სახელმწიფოსთვის; აღადგინეთ კომპეტენციები, რომლებიც ერებს უკანონოდ წაართვეს; ეროვნული სუვერენიტეტი და ძლიერი ვეტო ეროვნული მთავრობებისთვის; გააძევეთ სოროსის აგენტები კომისიიდან და კორუმპირებული ლობისტები პარლამენტიდან; ნუ დააგირავებთ ჩვენი შვილიშვილების მომავალს, აღმოფხარით კავშირის ვალი; ნუ შეუშლით ხელს ჩვენს ეროვნულ გვარდიას საზღვრების დაცვაში. ნუ შემოიყვანთ მიგრანტებს და გააძევეთ ისინი, ვინც უკანონოდ ჩამოვიდნენ; კორუმპირებული დოლარები და ევროები არ უნდა შედიოდეს წევრ სახელმწიფოებში; აკრძალეთ ჩვენი შვილების არაბუნებრივი გადამზადება; დაიცავით ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობა; ჩვენ მოვითხოვთ მშვიდობას ევროპაში; კავშირი, მაგრამ უკრაინის გარეშე.
თანასწორობა, თავისუფლება, ძმობა“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.