რუსეთმა უკრაინის ომი გლობალურ კონფლიქტად აქცია. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 5 მარტს ერისადმი მიმართვისას განაცხადა. იუწყება Le Monde.
"პრეზიდენტ პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს. ოპონენტების მოსაკლავად მანიპულირებს არჩევნებით რუმინეთსა და მოლდოვაში და აწყობს ციფრულ თავდასხმებს ჩვენს საავადმყოფოებზე მათი მუშაობის დაბლოკვის მიზნით. ამ აგრესიას, როგორც ჩანს, საზღვრები არ აქვს", - თქვა მაკრონმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი „აგრძელებს გადაიარაღებას“ და აპირებს 2030 წლისთვის ჯარის გაზრდას კიდევ 300 ათასი ადამიანით.
"ვის შეუძლია ამ კონტექსტში დაიჯეროს, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში საფრანგეთისთვის და ევროპისთვის საფრთხედ იქცა", - მიიჩნევს საფრანგეთის პრეზიდენტი.
მაკრონმა აღნიშნა, რომ "უკრაინელი ხალხი გაბედულად იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის", მაგრამ ევროპის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებაც საფრთხის ქვეშაა.
"ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა აღარ არის გარანტირებული. რუსული საფრთხე არსებობს, ის გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე და ის გავლენას ახდენს ჩვენზე", - განაცხადა მან.