კონგრესმენი ჯეისონ ქროუ ეხმიანება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ტრამპმა უკრაინას ყველა სახის სამხედრო დახმარება შეუჩერა.
"დოანლდ ტრამპი ტოვებს ჩვენს მოკავშირეებს. სამარცხვინოა, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ურჩევნია, რომ ისეთი მკვლელი დიქტატორების გვერდით იდგეს, როგორიც პუტინია. თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს ჩვენი ინტერესია. ტრამპის გამო, ამერიკა ნაკლებად უსაფრთხოა", - წერს კონგრესმენი ჯეისონ ქროუ X-ზე.