გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მოიწვია ნატო-ს ხუთი ევროპული ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ვიდეო-კონფერენცია, რომელზეც ოფიციალურმა პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მათი პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა. აღნიშნული კონფერენცია პისტორიუსმა თეთრი სახლში დონალდ ტრამპს, ჰეი დი ვენსსა და ვოლოდიმირ ზელენსკის დაპირისპირების შემდეგ მოიწვია.
პისტორიუსმა მოიწვია ეგრეთ წოდებული "ხუთეულის ჯგუფი", რომელშიც შედიან გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი.
მინისტრები და მათი წარმომადგენლები შეთანხმდნენ უსაფრთხოების პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზე.
„ყველა თანხმდება, რომ უკრაინას შეუძლია დიდი ხუთეულის შემდგომი და ფართო მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ შეხვედრის შემდეგ.
G5-ის შემდეგი შეხვედრა თავდაცვის მინისტრების ფორმატში 12 მარტს პარიზშია დაგეგმილი.