რუსეთმა იაპონიის ცხრა მაღალჩინოსანს, მათ შორის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ტაკესი ივაიას ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
ასევე აკრძალვის ქვეშ მოყვნენ იაპონიის ელჩი უკრაინაში მასასი ნაკაგომე და მისი წინამორბედი ამ თანამდებობაზე კუნინორი მაცუდა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უფროსი ვიცე პრეზიდენტი სეჰეი ჰარა, ამ სააგენტოს უკრაინული ოფისის ხელმძღვანელი ჰიდეკი მაცუნაგა, ასევე ოთხი მსხვილი იაპონური კომპანიის - IHI Corporation, Isuzu Motors, Prodrone Cyberdyne-ს პრეზიდენტი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა იაპონიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებოს გამო.
ტაკესი ივაიამ არაერთხელ განაცხადა, რომ იაპონია არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დასრულებამდე.