აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელTruth Social-ში დაწერა, რომ ის არის ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს არ დაუთმო უკრაინული მიწის არც ერთი ნაჭერი და მიანიშნა, რომ ხვალ საღამოს იტყვის ყველაფერს რა და როგორ არის.
"ხვალინდელი საღამო მნიშვნელოვანი იქნება. ყველაფერს გეტყვით, რა და როგორ არის! ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს არ დაუთმო უკრაინული მიწის არც ერთი ნაჭერი არის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. დაიმახსოვრეთ ეს, როცა სუსტი და არაეფექტური დემოკრატები აკრიტიკებენ და ყალბი მედია სიხარულით ავრცელებს მათ სიტყვებს! - დაწერა მან."
