პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ჩვენ თვითონ" პოლიტსაბჭოს ახალი წევრები წარადგინა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ჩვენ თვითონ"-ის ლიდერმა პაატა დავითაიამ განაცხადა, პოლიტიკური გაერთიანების პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი ჟურნალისტი ლიკა ნაღებაშვილი და ადვოკატი ლევან გეგეშიძე შეემატა.
დავითაიას განცხადებით, ლიკა ნაღებაშვილი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში იმუშავებს.
დავითაიას განცხადებით, ახალი პოლიტსაბჭოს წევრები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.
დავიტაიას განცხადებით, პარტიას კონსულტაციები აქვს ასევე რამდენიმე პიროვნებასთან და უახლოეს ხანში გახდება ცნობილი პარტიას კახალი წევრების შესახებ.