აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის შეხვედრას ეხმიანება.
„მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკის მხარდაჭერისთვის. ამის გამბედაობა აქამდე არცერთ პრეზიდენტს არ ჰქონია. მადლობა ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებისთვის. ამერიკა თქვენს გვერდიგვერდაა“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცხარე კამათის ფონზე წარიმართა.