დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ცდილობენ, რომ რუსეთი დააშორონ ჩინეთისგან დაახლოებით ისე, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, რიჩარდ ნიქსონმა ცივი ომის დროს ჩინეთი საბჭოთა კავშირს დააშორა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის შემდგომი დაახლოება შეერთებული შტატებისთვის პრობლემა გახდება, თუ მოსკოვი პეკინის უმცროსი პარტნიორი გახდება. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკის იზოლირება მოახდინა, მაგრამ ჩინეთთან ვაჭრობა ეხმარება კრემლს შენარჩუნებაში.
„რუსეთი თუ გახდება ჩინეთის მუდმივი უმცროსი პარტნიორი გრძელვადიან პერსპექტივაში, ახლა თქვენ საუბრობთ ორ ბირთვულ ძალაზე შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ათი წლის შემდეგ ან ხუთი წლის შემდეგაც კი, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, სადაც რუსეთს, ენდომება თუ არა აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესება, არ შეეძლება, მთლიანად დამოკიდებული იქნება ჩინელებზე, რადგან ჩვენ კავშირი გავწყვიტეთ. არ ვიცი, არის თუ არა ეს ჩვენთვის კარგი შედეგი, უკეთესი შედეგი არის ურთიერთობა. ჩვენ ჩინელებთან გვექნება კონკურენცია და შესაძლოა, პირდაპირი დაპირისპირებაც კი – არა სამხედრო, იმედი მაქვს“, - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, ორივე ქვეყანასთან საჭიროა ურთიერთობა.
“დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილია კომუნიკაციისა და პრობლემების მართვა მსოფლიოს სხვა დიდ ძალებთან, რათა თავიდან აიცილოთ ომი და თავიდან აიცილოთ კონფლიქტი“, – განაცხადა მარკო რუბიომ.