საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში, მხარეები აიღებენ ვალდებულებებს, გამოიჩენენ სოლიდარობას და შეკავების უნარს, ხოლო თუ შეთანხმებები დაირღვა, რუსეთი მიიღებს პასუხს ყველა ქვეყნისგან, რომელიც მონაწილეობდა ამ შეთანხმების მიღწევაში.
ამის შესახებ მაკრონმა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე გავმართე მოლაპარაკებები ჩვენს ყველა მოკავშირესთან და რამდენიმე ევროპული და არაევროპული ქვეყანა მზად არის მონაწილეობა მიიღოს ამ ძალისხმევაში.
ზოგიერთი მათგანი აგრძელებს უკრაინის არმიის დახმარებას, მხარი დაუჭიროს მის შესაძლებლობებს, იქ იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში ჯარისკაცების რაოდენობის ან აღჭურვილობის თვალსაზრისით.
და პრეზიდენტმა [დონალდ ტრამპმა] თქვა, დიახ ძალიან მკაცრად და ჩვენც გვითხრა, რომ დისკუსიებში, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთთან, ეს მისაღები იყო მათ ორმხრივ გაცვლებში.
ეს ნიშნავს, რომ არსებობს შეთანხმება, რომლის გარანტორიც ჩვენ ვართ და რომ თუ რუსეთი დაარღვევს მას, ის დე ფაქტო კონფლიქტში შევა ყველა მათთან, ვინც აიღო ვალდებულებები სამშვიდობო პროცესის ფარგლებში. და ეს არის ცვლილება. ეს არასდროს მომხდარა ბოლო წლებში. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ 2014 წელს. ამიტომ ეს არის ნამდვილი გარღვევა“, - განაცხადა მაკრონმა.