საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს კარგი ამიზეზია ამერიკის პრეზიდენტმაგანაახლოს ურთიერთობა ვლადიმირ პუტინთან.
„მე შევწყვიტე საუბარი პრეზიდენტ პუტინთან ბუჩას და ომის დანაშაულების შემდეგ, რადგან ვიფიქრე, რომ იმ დროს მისგან ვერაფერს მივიღებდით. ახლა ეს შანსია. დიდი ცვლილებაა, რადგან არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ასე რომ, ახალი კონტექსტია. არსებობს კარგი მიზეზი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაახლოს ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან
მაგრამ ჩემი გამოცდილება შემდეგია და მე ეს პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს გავუზიარე. 2014 წელს ჩვენმა წინამორბედებმა პრეზიდენტ პუტინთან მშვიდობა გააფორმეს, მაგრამ გარანტიებისა და განსაკუთრებით უსაფრთხოების გარანტიების ნაკლებობის გამო, პრეზიდენტმა პუტინმა დაარღვია ეს მშვიდობა.
2022 წლის დასაწყისში პუტინთან რამდენიმე კავშირი მქონდა, განსაკუთრებით თავდაპირველ ეტაპზე. პრეზიდენტ პუტინთან შვიდსაათიანი საუბარი მქონდა რამდენჯერმე, მათ შორის უკრაინაზე თავდასხმამდე 15 დღით ადრე. მან ყველაფერი უარყო, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა უსაფრთხოების გარანტიები. ამიტომ, ძლიერი პოზიცია და შეკავების საშუალებები არის ერთადერთი გზა, რომ დავრწმუნდეთ, ეს შეთანხმება ანგარიშგაწეული იქნება.
ფიქრობ, სასარგებლოა მოლაპარაკებების გამართვა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობისკენ სვლა. მაგრამ ჩემი მთავარი მოსაზრება იყო ის, რომ ჯერ ვეცადოთ, მივიღოთ რამე, რისი შეფასებაც, შემოწმებაც და დადასტურებაც შესაძლებელია. დავრწმუნდეთ, რომ ვაშენებთ საკმარის გარანტიებს მოკლევადიან პერსპექტივაში. და აქ ვართ ჩვენ, მზად ვართ, ჩავერთოთ. რაც შეეხება საფრანგეთს, ჩემი ევროპელი კოლეგების დიდი ნაწილი მზადაა, ჩაერთოს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ამერიკული მხარდაჭერა, რადგან ეს არის უსაფრთხოების გარანტიების სანდოობის ნაწილი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.