"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ხელისუფლებამ "ვარდების რევოლუციის" არც ერთი დანაპირები არ შეასრულა.
"ვარდების რევოლუციის" შედეგები ბურჯანაძემ დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", მისი პარტიის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე შეაჯამა.
"ჩემი პარტია: "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, "ვარდების რევოლუციის" იდეალებს უღალატა, რომლის მთავარი ამოცანაც ქვეყნის ნორმალურ გზაზე დაყენება და ყველა მიმართულებით მისი აღმავლობა იყო", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ რევოლუციის დროს ხალხისთვის მიცემული ვერც ერთი დაპირების სიღრმისეულად შესრულება ვერ შესძლო.
"ის, რაც გაკეთდა, იმ დაპირებების მხოლოდ ზედაპირულად შესრულებაა", - განმარტა მან.