საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეერთებულ შტატებს, მომავალ კვირას ეწვევა. ამის შესახებ Fox News-ის ეთერში დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა განაცხადა.
უოლცმა შეაქო საუდის არაბეთში რუსეთთან მოლაპარაკებები და თქვა, რომ "ყველა მხარეს ვერ დასცამ მაგიდასთან, თუ ჯერ ორივე მხარეს არ დაელაპარაკები".
მან ახსენა, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი გენერალი კიტ კელოგი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა და რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირი ევროპაში იმყოფებოდა მოკავშირეებთან კომუნიკაციისთვის.
"და პრეზიდენტი [საფრანგეთის] ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მომავალ კვირას ჩამოვლენ ვაშინგტონში", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.
მაკრონის ვიზიტი შეერთებულ შტატებში მანამდე არ იყო გამოცხადებული.
ეს, სავარაუდოდ, მის მიერ ინიცირებულ სამიტებს უკავშირდება, სადაც უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხები განიხილება.