აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან, ქართული დიასპორისა და ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ცენტრის წარმომადგენლებთან.
შეხვედრისას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდმარე კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებზე, აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტებზე, ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის ნდობის აღდგენისა და ამ პროცესში დევნილ ემიგრანტთა ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრებს.
ყურადღება ასევე გამახვილდება აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების უცხოეთში სწავლის გაგრძელების ხელშეწყობასა და მათთვის სათანადო პირობების შექმნაზე.
შეხედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართება. ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და დევილ სტუდენტებს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე ამომწურავ პასუხების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.
დალი ხომერიკი საზოგადოებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პრობლემებეს, ასევე ოკუპირებული გალის რაიონში არსებულ საგანმანათლებლო სკოლებში შექმნილ მძიმე ვითარებასა და ადამიანების უფლებების უხეში დარღვევების ფაქტებს გააცნობს. დალი ხომერიკი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამშვიდობო განათლების სტრატეგიაზე და სამშვიდობო სკოლების გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრებს, რომელიც მომავალში დევნილი და უცხოეთში მცხოვრები ბავშვების ინტეგრირებას ხელს შეუწყობს.
შეხვედრისას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი და ფრანკფურტის უნივერსიტეტის გოეთეს კავკასიოლოგიის ცენტრის პროფესორები აფხაზური ენის განვითარებისა და კვლევების შესახებაც იმსჯელებენ.
შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.