აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი 13-დან 22 თებერვლამდე გერმანიას, ბელგიასა და უკრაინას ეწვევა.
სახელმწიფო დეპარტამენტSი აღნიშნავen, რომ კელოგი განახორციელებს ვიზიტებს "პრეზიდენტ ტრამპის მიზნის მისაღწევად - მშვიდობის უზრუნვესალყოფად უკრაინაში ძალისხმევის დახმარებით და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვისთვის".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დასძენს, რომ კელოგი დაესწრება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას და ეწვევა ნატო-სა და ევროკავშირის შტაბ-ბინას ბრიუსელში, სადაც შეხვდება მოკავშირეებსა და პარტნიორებს მთელს ევროპაში, რომლებიც მზად არიან იმუშაონ შეერთებულ შტატებთან, რათა დაასრულონ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და აღადგინონ სტაბილურობა ევროპაში.
„უკრაინაში ის შეხვდება ოფიციალურ და კერძო პირებს, რომლებმაც მამაცურად გადაიტანეს თითქმის სამწლიანი ომი.
პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ბრძოლა უნდა დასრულდეს და შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს გრძელვადიან გადაწყვეტას.
პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კელოგი მოწოდებულია განაგრძოს მკაცრი დიპლომატია, რომელიც აუცილებელი იქნება პრეზიდენტის მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნულია სახელწმიფო დეპარტამენტის განცახდებაში.
კელოგმა 13 თებერვლის ღამეს განაცხადა, რომ ევროპაში გაემგზავრა.
„ევროპაში გამგზავრება აშშ-ის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესახვედრად, რომლებიც მზად არიან იმუშაონ ტრამპის მიზნის მისაღწევად - უკრაინაში ომის დასასრულებლად და ევროპაში სტაბილურობის აღსადგენად.
მოუთმენლად ველოდები ნაყოფიერ შეხვედრებს, რათა სწრაფად წინ წავიწიოთ“, - წერს კელოგი Х-ზე.