უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა შეთანხმების პროექტი უკრაინისა და იაპონიის მთავრობებს შორის გრანტის მოზიდვის შესახებ დაახლოებით 58 მილიონი დოლარის ოდენობით.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ეს არის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) თანხები აღდგენის პროექტების დასაფინანსებლად
მადლობელი ვარ ჩვენი იაპონელი პარტნიორების თანმიმდევრული და ურყევი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა შნიჰალმა.
”ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მოკავშირეებთან მთელ მსოფლიოში, რათა მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები აღდგენისთვის”, - დასძინა შმიჰალმა.