აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი ამ კვირაში უკრაინას ეწვევა, რათა აშშ-სთვის უკრაინის წიაღისეულებზე წვდომის მოლაპარაკებები დაიწყონ. ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.
ამგვარად ბესენტი გახდება ტრამპის ადმინისტრაციის წევრი, რომელიც პირველად ეწვევა უკრაინას.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ დაინტერესებულია უკრაინასთან შეთანხმების მიღწევით იშვიათი ლითონებისა და სხვა რესურსების მოპოვებაზე იარაღის მიწოდების სანაცვლოდ.
მოგვიანებით მან დაამატა, რომ კიევი "არსებიტად დათანხმდა" 500 მილიარდი დოლარის ღირებულების "გარიგებაზე" დადებაზე.
ამას გარდა, ცოტა წინ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იშვიათი წიაღისეულის სანაცვლოდ სამხედრო დახმარების მიღებაზე თანახმა იქნებოდა. "თუ გარიგებაზე ვსაუბრობთ, იყოს გარიგება, ჩვენ ამაზე მხოლოდ თანახმა ვიქნებით," - ამბობდა ის.
უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს სხვადასხვა იშვიათი მინერალების საბადოები. მსგავს რესურსებს შორისაა ურანი, ტიტანი, ლითიუმი და გრაფიტი. მთავრობის შეფასებით მადნეულის ღირებულება შესაძლოა ტრილიონობით დოლარს უტოლდებოდეს.