კალაძესთან არ მაქვს ურთიერთობა. მე მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს. კალაძე ჩემთვის არ არსებობს“, -ამის შესახებ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრიი შევჩენკომ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
ანდრიი შევჩენკომ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10-წლიანი სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ 19 წარმომადგენელს, საქართველოში საპროტესტო აქციების დარბევისა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებეის შეჩერების გამო.
სანქციების ქვეშ მოყვათბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძეც
სანქციების საპასუხოდ, კალაძემ განაცხადა, რომ „ზელენსკი არ ეკუთვნის უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს“.
კახა კალაძე და ანდრიი შევჩენკო საფეხბურთო კარიერის დროს წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ – 1998–1999 წლების სეზონში კიევის დინამოს შემადგენლობაში, 2001–2006 და 2008 წლებში კი მილანის შემადგენლობაში. შევჩენკომ 2013 წელს თბილისში, კალაძის გაცილების მატჩშიც ითამაშა.