აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მიაღწევს შეთანხმებას ირანთან და დაარწმუნებს თეირანს უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე. ამის შეახებ ტრამპმა The New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ასეთი ვარიანტი უფრო მომწონს, ვიდრე მათი ჯოჯოხეთური დაბომბვა... მათ არ უნდათ სიკვდილი. არავის უნდა სიკვდილი. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ისრაელი მათ არ დაბომბავს, " - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ აპირებს თეირანთან მოლაპარაკებების წარმოებას.