სიტყვები საკმარისი არ არის. ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის სიცოცხლეს რისკავენ, - ამის შესახებ გერმანელი პოლიტიკოსი, მიხაელ როთი X-ზე წერს. ის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს მიმართავს.
"გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის. ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ. ბოლოს და ბოლოს მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. იმოქმედეთ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობასა და ჩაგვრაზე, დემოკრატიის განადგურებაზე!" - წერს მიხაელ როთი.