ნიკოლოზ კაცია მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 3 თებერვალს 11 საათზე ჩაინიშნა.
ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. კაციას პროკურატურა ნარკოტიკების ფლობას ედავება, რაც 8- დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
კაცია თავს უდანაშაულოდ ცნობს. მისი დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი ჩაუდეს და რომ საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულება მას არ ეკუთვნოდა.