თბილისის საქალქო სასამართლომ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ფრიდონ ბუბუტეიშვილი გასული წლის მაისში დააკავეს. დაკავებისას იგი 19 წლისა იყო, 20 წელი საპატიმროში შეუსრულდა.
როგორც იუწყებიან, პროკურატურამ უარი განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.
პროკურატურა მას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლისთვის ქვის სროლას ედავებოდა, რის შედეგადაც მან დაზიანება მიიღო. ასევე, ედავებოდნენ ჭიშკრის დაზიანებას, რამაც 500 ლარის ოდენობის ზიანი გამოიწვია.
ფოტო: პუბლიკა