პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იზრდება. ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ზე წერს.
"სევდიანი დღე საქართველოში. გასულ კვირას, შობის დღესასწაულზე ყველა საუბრობდა სიყვარულსა და მშვიდობაზე, ბედნიერ ახალ წელსა და ერთიანობაზე დროშის დღეს. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იზრდება. ეს საქართველოს ევროკავშირისგან სულ უფრო მეტად აშორებს. ეს ასე არ უნდა იყოს. ასე არ უნდა იყოს", - წერს ფიშერი.