ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 პირი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქ ავტომობილში მყოფი პირი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.