მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჭიჭინაძის პროცესი 5 მარტისთვის გადადო.
თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ხვალ კი სასამართლო ჭიჭინაძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
"სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა - ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გადადო 5 მარტისთვის.
ხვალ მოსამართლე ხალხით სავსე საქალაქო სასამართლოში იმსჯელებს, დატოვებს თუ არა მსახიობს ციხეში. პროცესის დრო - 10:30 საათი. შევხვდებით პროცესზე", - წერს ადვოკატი.
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ანდრო ჭიჭინაძე პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეა.