მოლდოვის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში ამანათების შემოწმებისას აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სათამაშო მანქანაში იყო ჩამონტაჟებული. ინფორმაცია საბაჟო სამსახურის პრესცენტრმა გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა გარემოების გამოსარკვევად.
მათივე ცნობით, მგზავრების უსაფრთხოება დაცულია და აეროპორტის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. უწყება არ აკონკრეტებს, ვინ არის ამანათის მფლობელი.
მოლდოვური მედიის PulsMedia-ს მტკიცებით, ამანათი უკრაინიდან იყო გამოგზავნილი და ის თბილისის რეისით უნდა გადაეტანათ.
მედისაშუალების ინფორმაციით, მიმდინარეობის ამანათის გამგზავნისა და მიმღების ვინაობის დადგენა.