უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა მიიჩნევს, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების გადაწყვეტილებამ კრემლს ევროპის ქვეყნებზე ზეწოლის ერთ-ერთი ბოლო ბერკეტი ჩამოართვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა შეამცირებს რუსეთის უნარს გავლენა მოახდინოს ევროპაზე და გამოიყენოს ბუნებრივი გაზი იარაღად.
„უკრაინამ არა მხოლოდ რუსული გაზის ტრანზიტი დაბლოკა, არამედ პუტინს ჩამოერთვა ევროპაში გავლენის ერთ-ერთი უკანასკნელი ბერკეტი და ენერგიის იარაღად გამოყენების შესაძლებლობა. ევროპა და მსოფლიო უფრო უსაფრთხო იქნება რუსული გაზის, ნავთობისა და სხვა დამოკიდებულების გარეშე, ისევე როგორც თავად რუსეთის გარეშე“, – წერს სიბიჰა.
როგორც ცნობილია, 1-ელი იანვრიდან კიევმა ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი შეწყვიტა.