ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონის სრულფასოვანი წევრები გახდნენ.
2025 წლის პირველი იანვრიდან, ბულგარეთსა და რუმინეთს გაუუქმდათ შემოწმების ვალდებულება შენგენის შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნების საზღვრებზე.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს დაახლოებით 3 კვირის წინ, მას შემდეგ რაც ავსტრიამ მოხსნა მრავალწლიანი ვეტო.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გერჰარდ კარნერმა, რომელმაც ვეტო მოხსნა, პოზიციის ცვლილება განმარტა „საზღვრის უკანონო გადაკვეთის მასშტაბური შემცირებით“.
მოგზაურებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც შევლენ ბულგარეთსა და რუმინეთში საბერძნეთისა და უნგრეთის გავლით, აღარ მოუწევთ შემოწმების გავლა.
მარტში ორივე ქვეყანამ თქვა უარი აეროპორტებში კონტროლზე შენგენის შეთანხმების წევრი სხვა 27 სახელმწიფოდან ბულგარეთში შესვლისას.
რუმინეთთან და ბულგარეთთან ერთად შენგენის ზონა ახლა 29 სახელმწიფოს მოიცავს. საუბარია ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 25-ზე, ასევე შვეიცარიაზე, ნორვეგიაზე, ისლანდიასა და ლიხტენშტეინზე.
ბუქარესტი და სოფია ევროკავშირს 2007 წელს შეუერთდნენ.
ევროპის ეკომონიკური სოციალური კომიტეტის შეფასებით, შენგენის ზონაში სრული წევრობის არარსებობის გამო, ბულგარეთი ყოველწლიურად კარგავდა 834 მილიონ ევროს, ხოლო რუმინეთი 2.32 მილიარდ ევროს.
რუმინეთის სატრანსპორტო კომპანიებმა საზღვრებზე შეფერხების გამო წელიწადში კიდევ 90 მილიონი ევრო დაკარგეს.