ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ოფიციალურ მილოცვაში პრემიერ-მინისტრს ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს უსურვებს.
"გილოცავთ საუკეთესო სურვილებით და გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს", - აღნიშნულია მარკ რუტეს მისალოც წერილში.
