შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ დედოფლისწყაროს წყალკანალის ყოფილი უფროსი ვასილ ზედელაშვილი დააკავეს. კახეთის საოლქო პროკურატურა ზედელაშვილს დიდი რაოდენობით თანხის მითვისება - გაფლანგვაში ადანაშაულებს.
„გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა გიორგი კოდოშვილმა.
დაკავებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.