დღეს, როგორც არასდროს, ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის. თქვენი გამბედაობა და მონდომება შთაგვაგონებს ყველას, მოლდოვა თქვენს გვერდით რჩება ამ საერთო გზაზე“, – წერს სანდუ.