ევროპაში მათი ადგილის შესახებ ქართველი ხალხის მოთხოვნებს ლატვია მხარს სრულად უჭერს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს.
“დღეს, თავისუფლების, დემოკრატიისა და თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ქართველები ადამიანების ჯაჭვს ქმნიან. ისინი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათი ხმის გაგონებასა და პატივისცემას იმსახურებენ. ევროპაში მათი ადგილის შესახებ ქართველი ხალხის მოთხოვნებს ლატვია მხარს სრულად უჭერს“, - წერს ბაიბა ბრაჟე.