არჩევნები მოიპარეს, გააყალბეს და ჩატარდა რუსეთის გავლენის ქვეშ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ აქ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ვიმყოფებით, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში.
ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნები მოიპარეს და გააყალბეს, ამიტომ ჩვენ მომავალში თავისუფალი და მიუკერძოებელი არჩევნების ორგანიზებაში ოპოზიციას მხარს ვუჭერთ და ასევე, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქართველოში.
აუცილებელია, ევროპული ინსტიტუტების, არა მხოლოდ ევროპარლამენტის, არამედ, კომისიისა და საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ იმიტომ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სრულად მხარს ვუჭერთ. გვესმის, რომ ეს მკაფიო სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს და ეს ადამიანი რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმთან კავშირშია, რომელიც ცდილობდა, გავლენა მოეხდინა საქართველოში არჩევნებზე და ამ ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარებას დღემდე ცდილობს," - განაცხადა მიხალ ვავრიკიევიჩმა.