ევროპულმა ქვეყნებმა მაგალითი უნდა აიღონ ბალტიის ქვეყნებისა და აშშ-სგან და ბიძინა ივანიშვილსა და ძალაუფლების სხვა მიმტაცებლებს სანქციები დაუწესონ, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი X-ზე წერს.
"დღე 31. ქართველები ევროპასთან არიან და არა - რუსეთთან. ევროპულმა ქვეყნებმა მაგალითი უნდა აიღონ ბალტიის ქვეყნებისა და აშშ-სგან და ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოში ძალაუფლების სხვა მიმტაცებლებს სანქციები დაუწესონ," - მარკო მიჰკელსონი.